
გთავაზობთ სტატიას მსოფლიოს უმდიდრეს ბიზნესმენებზე და მათი საქმიანობის შესახებ.
არ არსებობს ერთი გზა, წარმატების მისაღწევად, თუმცა ყველა მათგანს აქვს რაღაც საერთო ამ წარმატების გზაზე.
ყველა ქვემოთ წარმოდგენილი არის კრეატივული, ინოვატორული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი, რომლებმაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე გარკვეული რისკი გაწიეს, ამასთან არ ეშინიათ წარუმატებლობის და აქვთ შესანიშნავი იდეები, რომლებსაც მუდმივად ახორციელებენ.

- Elon Musk -ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი. Space X-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი. ამასთან, Tesla-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. X.com-ის დამფუძნებელი, რომელსაც ერთი წლის შემდეგ შეეცვალა სახელი და დაერქვა Paypal.
დაიბადა 1971 წელს, სამხრეთ აფრიკაში. 17 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა კანადაში და სწავლა დაიწყო კუინზის უნივერსიტეტში. ორი წლის შემდეგ სასწავლებლად გადავიდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. გარკვეული ხნის შემდეგ იგი გახდა კომპანია Zip2-ის თანადამფუძნებელი, რომელიც შეძენილი იქნა Compac-ის მიერ 340 მილიონი დოლარად 1999 წელს. შემდეგში მან დააფუძნა X.com რომელიც მოგვიანებით შეერწყა კომპანია Confinity-ის 2000 წელს, ხოლო მოგვიანებით დაერქვა PayPal და შეძენილი იქნა E-bay-ის მიერ 1.5 მილიარდ დოლარად 2002 წელს.
2002 წელს მასკმა დააფუძნა SpaceX, კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი და კოსმოსური სატრანსპორტო მომსახურებების ამერიკული კომპანია, რომლის მთავარი დიზაინერი თავად არის. SpaceX-ის მიზანია უფრო იაფად შეასრულოს ფრენები კოსმოსში, რაც საბოლოოდ NASA-ს მისცემს საშუალებას არსებული ბიუჯეტით გააგზავნოს ადამიანები მარსზე. მთავარი განსხვავება სხვა მსგავსი პროექტებისგან არის ის, რომ SpaceX-მა შეძლო დაემზადებინა ისეთი ხომალდები, რომელთა მოდულები ან თუნდაც მთლიანი ხომალდები დაუზიანებლად ბრუნდებიან მიწაზე და მათი გამოყენება ხელმეორედაა შესაძლებელია. ეს მნიშვნელოვნად აიაფებს კოსმოსში ფრენებს, რადგან ყოველ ჯერზე აღარ არის საჭირო ხომალდის თავიდან აგება.
2003 წელს მასკი გახდა Tesla, Inc-ის თანადამაარსებელი – ელექტრომობილების და მზის პანელების მწარმოებელი. 2006 წელს მონაწილეობა მიიღო SolarCity-ის შექმნაში. SolarCity ილონ მასკის ერთ-ერთი პროექტია. ამ კომპანიის ბიზნეს გეგმა შედარებით განსხვავებულია სხვა მსგავსი კომპანიების ხედვისგან. ისინი უსასყიდლოდ ამონტაჟებენ საკუთარ მზის ელემენტებს სახლების სახურავზე და ამ სახლების მფლობელებს სთავაზობენ ელექტროენერგიას უფრო იაფად. 2016 წელს მასკმა სემ ოლტმენთან ერთად დააფუძნა OpenAi – არაკომერციული კვლევითი კომპანია, რომლის მიზანია მეგობრული ხელოვნური ინტელექტის განვითარება.
ილონ მასკი არის Tesla Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი და აგრეთვე მას ეკუთვნის უსწრაფესი სატრანსოპორტო სისტემის Hyperloop-ის შექმნის იდეა. ასეთი „ლუპის“ შექმნა ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკომდე 6 მილიარდი დოლარი დაჯდება. ამ მანძილის დაფარვა „ლუპით“ ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი. მასკის განცხადებით, SpaceX, Tesla და SolarCity-ის მიზანია სამყაროსა და კაცობრიობის შეცვლა. მისი მიზანია აგრეთვე გლობალური დათბობის შემცირება და ადამიანთა გადაშენების რისკის შემცირება მარსის კოლონიზაციის მეშვეობით.
ილონ მასკი მუდმივად აარსებდა ახალ სტარტაპებს და რამდენიმე წარუმატებლობების მიუხედავად ის აგრძენებლა ინვესტიციების გაკეთებას ისევ და ისევ.
2021 წელს მისმა შემოსავალმა 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რამაც ის მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად აქცია.

- Bernard Arnault – LVMH-ის დამფუძნებელი – „ძვირადღირებული ბრენდების კოლექციონერი“ – ასე უწოდებენ მას ახლობლები და ამბობენ: „მაღალი მოდისკენ მისასვლელი ყველა გზა გაგვიხსნა“.
დაიბადა 1949 წელს საფრანგეთში.
წლების წინ ფრანგმა მილიარდერმა გარისკა, მემკვიდრეობით მიღებული სამშენებლო კომპანია გაყიდა და გაკოტრების პირას მყოფი ბრენდების შესყიდვა დაიწყო. მან გადაწყვიტა, შეექმნა არა ახალი მარკა, არამედ უკვე არსებული დაეხვეწა და გაეუმჯობესებინა. ბერნარ არნოს მცდელობა წარმატებით დასრულდა და დღეს მსოფლიოში ცნობილი მრავალი ბრედი მისი კუთვნილებაა.

- Jeff Bezos – Amazon-ის დამფუძნებელი.
დაიბადა 1964 წელს, ნიუ მექსიკოში. ჯეფ ბეზოსმა სკოლა მაიამიში დაამთავრა, სკოლაში სწავლასთან ერთად, ფლორიდის უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო დახელოვნების პროგრამაში მონაწილეობდა და 1982 წელს ვერცხლის რაინდის (Silver Knight Awards) ჯილდოც დაიმსახურა,
ბეზოსმა სწავლა დაასრულა ფრინსთონის უნივერსიტეტში, ხოლო მეცნიერებისა და ტექნოლოგის დოქტორის ხარისხი ენდრიუ ქარნეგის მიერ დაარსებულ ფითსბურგის ქარნეგი მელონ უნივერსიტეტში მოიპოვა.
ფრინსთონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა უოლ-სთრითზე, ბანკერს თრასთში, შემდეგ კი მოულოდნელად ყველაფერი მიატოვა, მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკიდან ფორთ ვორში გადავიდა იქედან კი ბალვიუში (ვაშინგთონის შტატი) გაემგზავრა, რათა
1994 წელს დააარსა კომპანია Amazon-ი, რომლის თავდაპირველი მისამართი ბესოზის ავტოფარეხი იყო, ხოლო კაპიტალი მამისგან მიღებული 300 000$-ი. ამაზონზე თავდაპირველად იყიდებოდა წიგნები. მოგვიანებით კი მოიცვა სხვადასხვა პროდუქტები და სერვისები, მათ შორის ვიდეო და აუდიო სტრიმინგი.
ამაზონი დროთა განმავლობაშ გახდა ყველაზე წარმატებული კომპანია მსოფლიოში, მისი ამჟამინდელი ღირებულებაა 600 მილიარდი დოლარი, დასაქმებულების რაოდენობა კი 560 000 ადამიანია.
2017 წელს ბეზოსი გახდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის შემოსავალმა 100 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2018 წლის მონაცემებით კი 129 მილიარდს შეადგენდა.

- Larry Ellison – Oracle-ს დამფუძნებელი.
ლარი ელისონი დაიბადა 1944 წელს ნიუ-იორკში, ელისონი ჩიკაგოში გაიზარდა, იქვე დადიოდა სკოლაში და ილინოისის უნივერსიტეტშიც ჩააბარა. სტუდენტობის პერიოდში დედობილი გარდაეცვალა, რის გამოც სწავლა მიატოვა. 1964 წელს, 20 წლისა, კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად. მალე აითვისა გამომთვლელი ტექნიკა და რამდენიმე კომპანიაში დაიწყო მუშაობა. მათ შორის იყო კომპანია „ამპექსი“. ამ უკანასკნელ კომპანიაში ქონდა პირველი პროექტი – ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოსთვის მონაცემთა ბაზის სამართავი სისტემის შემუშავება, რომელსაც Oracle (ორაკული) დაარქვა.
მოგვიანებით მისი კომპანია მონაცემთა ბაზების მართვის სისტემის სხვადასხვა ახალ ვერსიას უშვებდა, გაყიდვები გაიზარდა და ლარი ელისონს მილიარდები მოუტანა.
1977 წელს ლარი ელისონმა და ბობ მაინერმა 2 000 $-იანი საწყისი ინვესტიციით კომპანია Software development laboratories დააფუძნეს, რომელიც რამდენიმე წელიწადში ტექნოლოგიურ გიგანტად Oracle-ად ტრანსფორმირდა. 2 წლიანი მუშაობის შემდეგ, ელისონმა მსოფლიოს პირველი კომერციული SQL პლათფორმა შექმნა, რომელსაც უდიდესი მონაცემების მართვა შეეძლო. საინტერესოა, რომ პირველი მსხვილი კლიენტი იყო ამერიკული CIA იყო. Oracle-მა მათთვის მონაცემთა მართვის სისტემა.
ლარი ელისონი დღეს მეოთხეა მსოფლიოს მილიარდერთა ამერიკელი მეწარმე პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე მომუშავე მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაცია Oracle-ს დამაარსებელი და მეთაურია.
78 წლის ანტრეპრენიორმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბილ გეიტსს გადაუსწრო და მის კარიერაში პირველად, მეხუთე ადგილზე უკეთესი პოზიცია დაიკავა.

- Bill Gates – Microsoft-ის თანადამფუძნებელი, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში.
13 წლისამ დაწერა თავისი პირველი პროგრამა თამაში „ბეისიკის“ პროგრამირების ენაზე. ბილი კვირაში 40-50 საათს ატარებდა კომპიუტერთან. მშობლებმა ფსიქიატრთანაც კი მიიყვანეს და ექიმის რჩევით, ბილს აუკრძალეს კომპიუტერთან ურთიერთობა.
მომდევნო წლებში ბილ გეიტსმა დაწერა საგზაო მოძრაობის დასარეგულირებელი კომპიუტერული პროგრამა, რაშიც სიეტლის მუნიციპალიტეტმა მას 20 000 დოლარი გადაუხადა. ეს იყო გეიტსის პირველი შემოსავალი.
ჰარვარდის უნივერსიტეტში მოწყობიდან 2 წლის შემდეგ, მან დატოვა სასწავლებელი და მის მეგობართან Paul Allen-თან ერთად დაიწყო Microsoft-ზე მუშაობა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ კომპიუტერი მალე გახდებოდა აუცილებელი ატრიბუტი ყველა სამუშაო მაგიდაზე, ოფისებსა და სახლებში.
გეიტსის ხელმძღვანელობის პირობებში “Microsoft” ყოველთვის მიისწრაფის იმისკენ, რომ გააუმჯობესოს კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, რათა უფრო ადვილი გახდეს საზოგადოებისათვის მისი გამოყენება.
ამერიკელი მეწარმე და ფილანტროპი დღეს ერთ-ერთი რეკორდსმენია ქველმოქმედებისათვის გაღებული თანხებით.

- Warren Buffett – არის ამერიკელი მეწარმე, ინვესტორი, ბიზნესი მაგნატი და ფილანტროპი. უდიდესი აქციების მფლობელი და Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე.
ბაფეტი ასევე ცნობილია, როგორც უდიდესი ქველმოქმედი. მან თავისი ქონების 85% გადასცა ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს 2006 წელს, რომელიც შერაცხეს ამერიკის ისტორიის უდიდეს ქველოქმედებად. დღესდღეობით უორენ ბაფეტი მსოფლიოში მეოთხე უმდიდრესი ადამიანია.
ბაფეტი დაიბადა 1930 წელს, ნებრასკაში.
მან ბავშვობიდან გამოავლინა ინტერესი ფულის შოვნასა და დაგროვების მიმართ. პატარა უორენი კარდაკარ დადიოდა და ყიდდა საღეჭ რეზინებს, კოკა კოლასა და ყოველკვირეულ ჟურნალებს, ამავე დროს ის მუშაობდა საკუთარი ბაბუის საბაყლოში. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში მან განახორციელა რამდენიმე მომგებიანი იდეა: გაზეთების მიწოდება, გოლფის ბურთებისა და მარკების გაყიდვა.
პატარა უორენმა ბირჟის ცხოვრება რომ იხილა, თამაში მოინდომა. მან ჩიტუეს Service Prefeeered-ის სამი აქცია, თითო 38 დოლარად იყიდა, დაელოდა, სანამ მათი ფასი 40 დოლარამდე გაიზრდებოდა და გაყიდა. ასე მიიღო მან 6 დოლარის ოდენობის მოგება და პირველი გაკვეთილი. ბიჭს გული საშინლად დასწყდა, როცა ერთი კვირის შემდეგ ამ აქციათა ფასი 200 დოლარამდე გაიზარდა. ამის შემდეგ ბაფეტმა გადაწყვიტა ფული მხოლოდ გრძელვადიან პროექტებში ჩაედო.
1957 წელს ბაფეტმა მშობლიურ ომაჰაში პირველი საინვესტიო ამხანაგობა ჩამოაყალიბა. 1962 წელს მისი ყურადღება სართავმა ქარხანა Berkshire Hafrtway-მ მიიქცია, რომელიც საცოდავ დღეში იყო, როგორც საერთოდ იმ პერიოდის ამერიკის ტრიკოტაჟული მრეწველობა. ინვესტორი გუმანმა არ მოატყუა, გათვლამ გაუმართლა და ეს წარმოება მომავალი ფინანსური იმპერიის საფუძვლად იქცა.
1967 წელს აშშ-ში მიიღეს ახალი კანონი სოციალური დახმარების შესახებ, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო კომპანიებს დიდძალი შეღავათები ეძლეოდათ, რაც ინვესტორისათვის ნამდვილი ოქროს საბადო იყო. დაგროვებული შენატანების რაოდენობა საწესდებო კაპიტალს ბევრად აჭარბებდა. ბაფეტის ამ საქმიანობის შემოსავლიანობა სწრაფად გაიაზრა და 70-იან წლებში რამდენიმე მსხვილი სადაზღვევო კომპანია შეიძინა, რომელთა საშუალებით თავისი ქონება 28 მილიარდ დოლარამდე გაზარდა და ჟურნალ „ფორტუნას“ გამოთქმით, „ღმერთზე მდიდარი გახდა“.
დღეს ის ითვლება ერთ-ერთ უდიდეს ინვესტორად ისტორიაში.
ბაფეტმა ჩამოაყალიბა ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ საოცრად ბრძნული ინვესტირების თეზისები. „ომაჰელი ორაკული“, როგორც მას პრესა უწოდებს, აცხადებს, რომ ფული უნდა ჩაიდოს: მარტივ და გასაგებ საქმეში (მაგალითად, კვების პროდუქტების წარმოება და საბანკო საქმე), საიმედო, პერსპექტიულ კომპანიებში („ჟილეტი“, „კოკა კოლა“), საერთაშორისო ქსელის მქონე, ზრდის გარანტირებული პერსპექტივის მქონე ფირმებში (მაკდონალდსი), („კოკა კოლა“), ძლიერი გუნდის მქონე, თავის სექტორზე მყარად ფეხმოკიდებულ კომპანიებში (“უოლტ დისნეი”).